თბილისის საქალაქო სასამართლომ მოვაჭრეების აქციაზე დაკავებულების ბრალეულობაზე უნდა იმსჯელოს. 4 პირი დღეს ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის გამო დააკავეს.
ბაზრობაზე ამ დროისთვის აქცია აღარ მიმდინარეობს. მოვაჭრეებმა საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლეს, სადაც დაკავებულებისა სასამართლო პროცესი დაიწყება.
აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მერიას ერთსაათიანი ვადა მისცა, იმისთვის, რომ მათ განემარტათ, თუ რა გეგმები ჰქონდათ გარე ვაჭრობის პრობლემის მოსაგვარებლად.
ავტორი: მარიკა გოცირიძე