ვარკეთილის სამხედრო ქალაქში სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. ბინები 150 სამხედროს თავდაცვის მინისტრმა გადასცა.
”ჩემი მინისტრობის დროს 400-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ბინა,“ - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ბინების განაწილება კენჭისყრის მეშვეობით განხორციელდა და სამხედროებს ფართები საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.