20 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დროს დაკავებული მოვაჭრეების პროცესი გადაიდო

აქციის დროს დაკავებული მოვაჭრეების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებების არარსებობის გაო გადაიდო და ის 27 აპრილს ჩაინიშნა.

სამართალდამცველებმა 5 პირი დღეს ვაგზლის მოედანზე გზის გადაკეტვის გამო დააკავეს, მათგან ორი ქალია.

სამი მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ხოლო 2 ქალბატონის მიმართ დაწყებულია გამოძიება და ისინი ორთაჭალის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

ამ დროისთვის, აქციამ ორთაჭალის განყოფილებასთან გადაინაცვლა, სადაც მათი თანამშრომლების დაკავებას გააპროტესტებენ.

ბაზრის მოვაჭრეები გარე ვაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. მათი თქმით, მყიდველი ბაზარში აღარ შედის, რის გამოც ისინი პროდუქტს ვერ ყიდიან და ვეღარც ბაზრის გადასახადს იხდიან. მათ გარე მოვაჭრეები დაუპირისპირდნენ. აქცია თამარ მეფის გამზირის გადაკეტვით დაიწყო, რის გამოც 5 მოვაჭრე დააკავეს.

ავტორი: მარიკა გოცირიძე.

დღის ამბები