20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
თელავის თემის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სახალხო კრებები აღარ გაიმართება

თელავის თემის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სახალხო კრებები აღარ გაიმართება. ამ თხოვნაზე რაიონის გამგეობამ საკრებულოსგან თანხმობა უკვე მიიღო.

გადაწყვეტილებას ნაციონალურ მოძრაობაში აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მოთხოვნა მოსახლეობის ნებას ეწინააღმდეგება.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, პრიორიტეტებს უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობა განსაზღვრავს და ხალხს ამისი უფლება ჩამოერთმევა. ოპოზიციონერი ასევე ფინანსურ კორუფციულ გარიგებაზეც საუბრობს. თელავის მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ. გამგებლის თქმით, პროექტებში, რომლებიც სოფლის მხარდაჭერის პროექტით მიმდინარეობს, თანხები მათი მოცულობის მიხედვით უნდა განაწილდეს.

 

დღის ამბები