დაკავებებით დასრულებული აქცია - მოვაჭრეებმა ვიდეომასალა 27 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე უნდა წარადგინონ.
მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ აკავებენ აქციის მონაწილე გიორგი სულუხიას. მასთან ერთად დღეს აქციის კიდევ 4 მონაწილე დააკავეს, დაკავებულებს შორის ორი ქალბატონი იყო, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის გამოძიება, პოლიციის თანამშრომლისთვის დაკავებისას ხელზე კბენის გამო დაიწყო.
მოვაჭრეები სამართალდამცავებმა დილის 10:00 საათზე გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თამარ მეფის გამზირის გადაკეტვისას დააკავეს. მოგვიანებით დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და გარემოვაჭრეებს შორის.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ბაზრობის ადმინისტრაცია მზად არის გარე მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე გადასახადის გარეშე ამუშაოს.
მოვაჭრეები აქციის შეწყვეტას არ გეგმავენ. ხვალიდან ისინი მათი პროდუქციით დედაქალაქის მერიის შენობასთან გარევაჭრობის დაწყებას აპირებენ.
ავტორი: მარიკა გოცირიძე.