ყაზბეგის რაიონის კიდევ ერთი ხეობა ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ - კალაძის უწყებაში უკვე მზად არის 500-ს კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი, რომელმაც რუსული ელექტროენერგიის სატრანზიტო ფუნქცია უნდა იტვირთოს. მისი საშუალებით რუსეთი საქართველოს გავლით ელექტროენერგიას სამხრეთის ქვეყნებს მიაწვდის.
ახალმა 500 კილოვოლტიანმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზმა რუსეთის საზღვრამდე ნახევარი საქართველო უნდა გაიაროს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, პროექტის მიხედვით რუსულ ელექტროენერგიას სომხეთი, თურქეთი და ირანი მიიღებენ.
სამინისტროს გაფრთხილების მიუხედავად, სნოს ხეობის მოსახლეობა, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზებმა უნდა გაიაროს, აცხადებს, რომ მშენებლობის დაწყების უფლებას მთავრობას არ მისცემენ. მათი თქმით, ხეობა ისედაც ვიწროა, ანძების დადგმის შემთხვევაში კი მათ ტერიტორიის დატოვება მოუწევთ. სოფელ კარკუჩაში ამის გამო აქციაც მოეწყო.
ყაზბეგის რაიონში ეს უკვე მეორე ხეობაა, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის გამო აქციები იმართება.
ავტორი: ეკა გაგუა.