ეროვნულ გალერეაში დღეს ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ფსიქოთერაპიული სეანსი მოეწყო.
ზურა არაბიძემ ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებების გამოსაწვევად კონცეპტუალური არტი გამოიყენა. ხელოვანმა ეროვნულ გალერეაში რამდენიმე დიდი ტილო გამოფინა.
ზურა არაბიძემ თავის ექსპოზიციას უნიკალური კოდი მიანიჭა, სინამდვილეში იმ დიაგნოზის ნომერი, რომელიც დაავადებად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე წლის წინ აღიარა.
ავტორი: მაია ლომიძე