20 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ქობულეთის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე სასტუმრო "არმაზის" მფლობელი დარბაზიდან გაათავისუფლეს

ქობულეთის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, იმ სასტუმროს მფლობელი, სადაც ხანძრის დროს 3 ბავშვი დაიღუპა, სასამართლო დარბაზიდან, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სასტუმრო არმაზის მფლობელს, ზაზა ართმელიძეს მოსამართლემ მისივე ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ართმელიძემ 40 დღის ვადაში უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია, რომ ის ამ თანხის შესაბამის ქონებას ნამდვილად ფლობს.

პროცესს ართმელიძის ოჯახის წევრები არ დასწრებიან, თავად ართმელიძე კი ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

ართმელიძეს გასული წლის მაისში მომხდარი შემთხვევის შესახებ არ უსაუბრია. ის პატიმრობაში 5 თვე და 3 დღე იმყოფებოდა. როდის გაიმართება მომდევნო პროცესი ოჯახისთვის უცნობია.

ზაზა ართმელაძეს გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

დღის ამბები