ქობულეთში ართმელიძის საკუთრებაში არსებული სასტუმრო არმაზი 2015 წლის 10 მაისს დაიწვა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
ხანძრის გაჩენის დროს სასტუმროში ქალაქ რუსთავიდან ჩასული ბავშვთა ცეკვის ანსამბლის წევრები, ანსამბლის ხელმძღვანელი და რამდენიმე მშობელი იმყოფებოდნენ.
ხანძარს სასტუმროში მყოფმა დამსვენებლების უმრავლესობამ თავი დააღწია, თუმცა სამმა არასრულწლოვანმა ეს ვერ მოახერხა, მათი დახმარება ვერც მეხანძრე მაშველებმა მოასწრეს და სამი ბავშვი ადგილზე დაიღუპა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მეტალოპლასტმასის ოთახის კარი ჩაიკეტა და ბავშვებმა ის ვეღარ გააღეს. ცხედრების ამოცნობა კი ექსპერტიზის ბიუროში დე-ენ-ემ- ის ანალიზის დახმარებით მოხდა.
დაღუპულები რუსთავში მომხდარიდან რამდენიმე დღეში გადაასვენეს და დაკრძალეს, ხარჯები სახელმწიფომ დაფარა. რამ გამოიწვია სასტუმროში ხანძარი ამ დრომდე დაუდგენელია.