ძლიერი ქარის შედეგად ხეები წაიქცა თბილისში დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასა და 5 დეკემბერის ქუჩაზე. დაზიანდა ავტომობილები. შემთხვევის დროს მძღოლები მანქანებში ისხდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა განსაკუთრებულად ისანი-სამგორის რაიონი დააზარალა.
დედაქალაქის მასშტაბით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 112-ის სამსახურში 150 ზარი შევიდა. დაშავებულები არ არიან.