20 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ძლიერი ქარი რუსთავში - მაგისტრალზე ელექტროგადამცემი ბოძი წაიქცა

გვიან საღამოს ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა რუსთავი-გარდაბნის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძი წააქცია. შემთხვევის გამო შეფერხდა სატრანსპორტო მიმოსვლა.

ქარმა ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე, რაც ქალაქის გარკვეული ნაწილისთვის ელექტრომომარაგების შეწყვეტის მიზეზი გახდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ქალაქის მერი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ამ დროისათვის ჩახერგილი გზები გაწმენდილია. აღდგენილია სატრანსპორტო მიმოსვლაც. რუსთავის მერის განცხადებით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მიყენებულ ზარალს დილიდან დაითვლის.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები