20 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
"საია" ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საქმეზე შსს-ს და პროკურატურას მიმართავს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს ჟურნალისტ ეკა მიშველაძის საქმე გამოსაძიებლად დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პროკურატურას.

როგორც, საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საქმის შს სამინისტროსთვის გადაცემა კანონმდებლობის დარღვევაა, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობას და ეფექტურობას, რადგან სწორედ შსს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობს ყველაზე მეტი შეკითხვა. ეს კი წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ პირადი მიმოწერის გავრცელება მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოხდა.

საქმეზე გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით საიდუმლოების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები