20 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორების სარჩელი საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

საბავშვო ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორების სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. 11 დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებას ასაჩივრებდა. უახლოეს დღეებში ისინი აპირებენ, სააპელაციო სასამართლოს მიმართონ.

ყოფილი დირექტორები კვლავ გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ მიზეზი მოახლოებული არჩევნებია. მათი აზრით, ხელისუფლებას სურ მათ ადგილზე თავისთვის მისაღები დირექტორები მუშაობდნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები