20 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალური ვაუჩერის გაუქმებას საკრებულოს უმრავლესობაში უარყოფენ

თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალური ვაუჩერის გაუქმებას საკრებულოს უმრავლესობაში უარყოფენ და ნაციონალურ მოძრაობას სიცრუეში ადანაშაულებენ.

დღეს ჯაბა სამუშია სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან ერთად, ამ თემაზე ბრიფინგს გამართავს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მმართველი გუნდი რამდენიმე მილიონი ლარის გამოთავისუფლებას და თანხის წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებას აპირებს.

საკრებულოს უმცირესობა ამ საკითხის დაყენებას დღესვე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზეც გეგმავს.

დღის ამბები