20 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
მოშიმშილე პროფესორები ფინანსთა და განათლების სამინისტროებს მიმართავენ

ფინანსთა და განათლების სამინისტროებს მიმართავენ დღეს წერილობით ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორები. ისინი სასწავლებელში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას ითხოვენ. განათლების სამინისტროსგან კი კომისიის შექმნას, რომელიც მოშიმშილეების პროფესიულ საქმიანობას და კვალიფიკაციას შეისწავლის.

ძალაში რჩება ასევე წინადადება შიდა რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე და ის ძირითადი მოთხოვნები, რომლის გამოც დაიწყებს შიმშილობა, მათ შორის რექტორის, აკადემიური საბჭოს და კანცლერის გადადგომა.

ადმინისტრაციაში კომენტარი გუშინ აღარ გაუკეთებიათ. აკადემიური საბჭო დღეს აპირებს შეიკრიბოს, რის შემდეგაც გააკეთებენ განცხადებას.

დღის ამბები