20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
არასწორი დიაგნოზი - საპროტესტო აქცია 13 წლის გოგონას გადასარჩენად

საპროტესტო აქცია 13 წლის გოგონას გადასარჩენად. აქცია მოზარდის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გამართეს. ახლობლების თქმით, ექიმების არასწორი დიაგნოზის გამო, ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მის გადასარჩენად საზღვარგარეთ მკურნალობაა საჭირო, რისი შესაძლებლობაც არ აქვთ.

ოჯახის წევრების განცხადებით, ყველა შესაბამის უწყებას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, სამგორის გამგეობამ მინიმალური ფინანსური დახმარება აღმოუჩინა, თუმცა მუნიციპალიტეტს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არ უშუამდგომლა ოჯახს ჯანდაცვის სამინისტროსთან.

აქციის მონაწილეებს გამგეობის წარმომადგენელი შეხვდა, რომელიც სამინისტროსთან შუამდგომლობას დაპირდა.

დღის ამბები