20 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 რეისი გაუქმდა

ძლიერი ქარის გამო სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი გაუქმდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. პრობლემები შეიქმნა დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზეც.

ძლიერი ქარის შედეგად ხეები წაიქცა დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასა და 5 დეკემბერის ქუჩაზე. დაზიანდა ავტომობილები. შემთხვევის დროს მძღოლები მანქანებში ისხდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა განსაკუთრებულად ისანი-სამგორის რაიონი დააზარალა.

დედაქალაქის მასშტაბით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 112-ის სამსახურში 150 ზარი შევიდა. დაშავებულები არ არიან.

დღის ამბები