ძლიერი ქარის გამო წუხელ პრობლემები იყო დედაქალაქში და მის შემოგარენში. წაქცეული ხეები, დაზიანებული ავტომობილები, გადადებული რეისები და ჩაშლილი მთავრობის სხდომაც კი.
Turkish airlin-მა 4 რეისი გადადო, ერთი თვითმფრინავი კი განჯაში დაჯდა.
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს თბილისის გარდა ითვლიან რუსთავშიც. მეტეოროლოგების პროგნოზით, ამინდი ხვალიდან გაუმჯობესდება.
არსებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები საღამოს 8 საათზე განახლდება.