„ქუმსიშვილის ოქროს კოშკი“ - ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი კანცელარიის შენობის წინ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებაში ხელისუფლების მონაწილეობა გააპროტესტეს.
ისინი მოითხოვენ სასწრაფოდ დაინტერესდეს გამოძიება, თუ რატომ მოხდა არემჯი გოლდის ერთერთ დირექტორად ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მეუღლის დანიშვნა.
აქციის მონაწილეებს დიმიტრი ქუმსიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ არემჯი გოლდთან არანაირი კავშირი არ აქვს.