20 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
"არა საპოლიციო რეჟმს" - "აუდიტორია 115" საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს

სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრები საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ. არა საპოლიციო რეჟმს - ამ სლოგანით სტუდენტები 25 აპრილს პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბებიან და მსვლელობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მივლენ.

მოძრაობის წევრები უმაღლეს სასწავლებელში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის არსებობას აპროტესტებენ და ძალოვანი უწყების მხრიდან დაშინების კონკრეტულ ფაქტებზე ლაპარაკობენ.

აუდიტორია 115-ის წევრები უნივერსიტეტის ახლად არჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მოუწოდებენ, არ მიიღოს მონაწილეობა რექტორის არჩევნებში.

დღის ამბები