20 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ტოქ შოუ "პოლიტიკის" წამყვანი, იმედის დირექტორს ზეწოლის გამო პროკურატურაში უჩივის

შალვა რამიშვილი მისი ტელეიმედიდან გაშვების რეალურ მიზეზად არხის ხელმძღვანელობისთვის მისი პოზიციების მიუღებლობას ასახელებს.

ტელეიმედის ყოფილი წამყვანის თქმით, მას ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ერთი კონკრეტული გადაცემის გამო შეექმნა, რის გამოც მას „სექსუალური ძალადობის სკანდალი მოუგონეს“.

როგორც რამიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაცემაში, სადაც სტუმრად ლევან მურუსიძე ჰყავდა მიწვეული, ტელეიმედის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბახტაძე მასზე ზეწოლას ახორციელებდა. ბახტაძეს სურდა მურუსიძის კონკურენტებად რამიშვილს იუსტიციის საბჭოს ის წევრები მოეწვია, ვინც მურუსიძის მიმართ კრიტიკულად არ იქნებოდა განწყობილი.

„იმის გამო, რომ მე მშვიდობიანად არ დავტოვე ტელეიმედი, მოიგონეს სექსუალური ძალადობის სკანდალი“, - განაცხადა შალვა რამიშვილმა და 2015 წლის დეკემბერში გიორგი ბახტაძესთან მისი Viber მიმოწერა გამოაქვეყნა.

მანვე აღნიშნა, რომ ბახტაძე გიორგი რუხაძის დავალებას ასრულებდა, როცა მას მურუსიძეზე მიუთითა. თუმცა, რუხაძე ვის ინტერესებს ატარებს, რამიშვილის თქმით, მან არ იცის.

შალვა რამიშვილი ორშაბათს 25 აპრილს გიორგი ბახტაძისა და გიორგი რუხაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის გამო. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 157-ე მუხლებზე. მისი ადვოკატი გაგი მოსიაშვილია. 

შეგახსენებთ 2016 წლის 8 აპრილს შალვა რამიშვილი მისმა ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ (იგივე ტასო ბარნოვა) სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ტელეიმედმა კი შალვა რამიშვილთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები