20 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
სოფელ ცდოში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან შელაპარაკების გამო დაკავებული ზაზა წიკლაური 250 ლარით დაჯარიმდა

მცხეთის რაიონის სასამართლოში ზაზა წიკლაურის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა აქციის ფონზე მიმდინარებდა. ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში დაკავებულ მამაკაცს ჯარიმის სახით 250 ლარი შეეფარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გონივრულ ვადაში გააპროტესტებს.

პარალელურად კი არასამთავრობო სექტორი და ყაზბეგის რაიონში მცხოვრებლები ენერგეტის სამინისტროს ახალ პროტექტს აპროტესტებდნენ, რომელიც 500 კილოვოლტიაანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროეტის მეშვეობით რუსეთი ელექტროენერგიას სომხეთს, თურქეთსა და ირანს მიაწვდის.

ადგილობრივების განცხადებით სამუშაობი და ელექტროგადამცემი ხაზები მათ კუთვნილ მიწებზე განთავსება. აქციის მონაწილების განცხადებით, ახლადდაწყებული პროეტი უახლოვეს მომვალში სოფლის მოსახლების მიგრაციასაც გამოიწვევს.

ყაზბეგის რაიონის მცხოვრებლები სპეციალისტებთან ერთად ენერგეტის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

დღის ამბები