საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტების ორი დაპირისპირებული აქცია მიმდინარეობს. ერთს მოშიმშილე ლექტორების მოწინააღმდეგეები მართავენ, მეორეს - მომხრეები.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოშიმშილე ლექტორების მომხრე აქციის ერთ-ერთი მონაწილე სტუდენტი პოლიციამ დააკავა.
ის ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.
სტუდენტების ერთი ჯგუფის თქმით, მათ წინასწარ დაანონსეს აქცია და მათი მოთხოვნები იყო რექტორის გადადგომა, განათლების რეფორმა და სტუდენტური თვითმმართველობის რეორგანიზება. მათივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც მათ აქცია დაანონსეს, სტუდენტურმა თვითმმართველობამ იმავე დროს და იმავე ადგილას კონტრაქცია გამართა.
სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ გაკეთებული.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.