საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარეჯან მეფარიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციაზე, რომელიც რექტორის გადადგომის მოთხოვნით იყო გამართული, არა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, არამედ სპეციალურად მიყვანილი გარეშე პირები იყვნენ, რომლებმაც მისი თქმით ამაში ფული აიღეს.
„აქციის მონაწილეებმა, ამ საპროტესტო აქციაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს დაუპირისპირა არა სტუდენტები. ესენი არიან სანზონიდან, საერთო საცხოვრებლიდან და გლდანიდან მოყვანილი ადამიანები, რომლებსაც არანაირი საერთო არ აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან,“ - განაცხადა დარეჯან მეფარიშვილმა.
ბრალდებები სტუდენტებმა უარყვეს. ადგილზე მისულები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ აქციაზე სოლიდარობის გამოსახატავად მივიდნენ.
შეგახსენებთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტების ორი დაპირისპირებული აქცია გაიმართა. ერთს მოშიმშილე ლექტორების მოწინააღმდეგეები მართავენ, მეორეს კი მომხრეები.