საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტტან გამართულ ორ აქციას მოშიმშილე ლექტორებიც შეუერთდნენ. ისინი მეთერთმეტე დღეა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ.
ადგილზე იყვნენ ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, თანამშრომლები, რომელიც აცხადებდნენ, რომ რექტორმა არჩევნებში სამართლიანად გაიმარჯვა და ეს აქცია მხოლოდ რექტორთან დამარცხებული პროფესორების ინტერესებში შედის.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტების ორი დაპირისპირებული აქცია გაიმართა. ერთს მოშიმშილე ლექტორების მოწინააღმდეგეები მართავენ, მეორეს - მომხრეები. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოშიმშილე ლექტორების მომხრე აქციის ერთ-ერთი მონაწილე სტუდენტი პოლიციამ დააკავა.