20 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
გაიცემა თუ არა ნოემბერ-დეკემბერში კომუნალური ვაუჩერები - ხელისუფლება განმარტებებს მეორედ აკეთებს

ნაციონალური მოძრაობის მიერ კომუნალურ ვაუჩერებთან დაკავშირებული განკარგულების გასაჯაროების შემდეგ, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ამბობს, რომ მთავარ საფინანსო დოკუმენტში კომუნალური ვაუჩერებისთვის საჭირო თანხა გათვალისწინებულია და ბრალდება, რომ თანხა მთავრობამ შესაძლოა, წინასაარჩევნოდ გამოიყენოს, სიცრუეა.

გაიცემა თუ არა ნოემბერ-დეკემბერში კომუნალური ვაუჩერები სოციალურად დაუცველებისთვის, ამის შესახებ ჩანაწერი ოფიციალურ დოკუმენტში ამ დროისათვის არ არსებობს.

მერიის მიერ გაცემულ განკარგულებაში საუბარია, რომ დახმარებით მოქალაქეები მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში ისარგებლებენ. ნაციონალური მოძრაობაში ამბობენ, რომ მერიამ ვაუჩერისთვის განკუთვნილი თანხა გამოათავისუფლა და მას წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენებს.

სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ დანარჩენ თვეებში დახმარება ახალი წესის მომზადების შემდეგ გაიცემა.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

დღის ამბები