ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა იან ვასლავსკის საჯარო ლექცია პროტესტის ნიშნად დატოვა.
არჩილ სამადაშვილის გაღიზიანება უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე, მოსკოვის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ხელმძღვანელის გამოჩენამ გამოიწვია. იმ ინსტიტუტის წარმომადგენლის, რომელიც მეცნიერის აზრით, კადრებს კრემლს უმზადებს. სამადაშვილის თქმით, ვასლავსკი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობს.
საჯარო ლექციაზე, რუსმა დოცენტმა ენერგოუსაფრთხოების მსოფლიო გამოწვევებზე ისაუბრა.
კურიერთან ინტერვიუში თბილისში ჩამოსვლის პოლიტიკურ მიზნებს უარყოფს თავად იან ვასლავსკი, მიუხედავად იმისა, რომ იგი იმ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, რომელიც ლავროვის უწყებასთან პირდაპირ კავშირშია.