ჟურნალისტი ეკა მიშველაძე, მისი პირადი ცხოვრების უკანონო თვალთვალის საქმეზე გამოძიების მთავარი პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადატანას "ცინიზმს" უწოდებს. ამის შესახებ მას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აცნობეს და მოწმის სახით გამოკითხვაზე პოლიციაში დაიბარეს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ უკანონო მიყურადების შესაძლო შემსრულებლების მიერ, საქმის გამოძიების არ სჯერა და უწყებას უნდობლობას უცხადებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმის ობიექტურ გამოძიებას გამორიცხავენ და ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. საია-ს ინფორმაციით, პროკურატურამ შსს-ს ისე გადასცა საქმე, რომ მოკვლევა არც ჩაუტარებია.
კითხვები საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადატანაზე კამპანია ეს შენ გეხებას წევრ სხვა ორგანიზაციებსაც აქვთ.
ავტორი: ანა წერეთელი.