20 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
"არა საპოლიციო რეჟიმს" - აუდიტორია 115-ის წევრები საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ

არა საპოლიციო რეჟიმს - ამ ლოზუნგით აუდიტორია 115-ის წევრები საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ. სტუდენტების განცხადებით, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების არსებობის შესახებ გაკეთებული საჯარო განცხადებების შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდების განცხადებებზე რეაგირებას და გამოძიების დაწყებას ითხოვს არასამთავრობო სექტორი.

სტუდენტები მათი აქტიურობის გამო ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.

მესამე სექტორის მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ საგამოძიებო უწყებები.

მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ ე.წ. ოდეერების საკითხის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და დეპუტატებმა საგამოძიებო ორგანოებს კონტროლი გაუწიონ.

სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115–ის წევრების საქმეს სახალხო დამცველიც სწავლობს.

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე.

დღის ამბები