IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევა სხვა საკითხებთან ერთად ქვეყნის განვითარების შესახებ გამოკითხულთა პოზიციასაც ასახავს.
კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, პასუხები ასე გადანაწილდა:
გამოკითხულთა 16%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 13%-მა არ იცის შეკითხვის პასუხი, რესპონდენტების უმრავლესობა, 70% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კვლევის თანახმად გამოკითხულთა 65% თვლის, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა.