20 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
IRI-ის ახალი კვლევა-გამოკითხულთა 84% ეკონომიკის მთავარ პრობლემად ლარის კურსს ასახელებს

IRI-ის ახალი კვლევის შედეგები ცნობილი ხდება, რომლის თანახმადაც გამოკითხული მოსახლეობა ეკონომიკის ძირითად პრობლემებად შემდეგ ფაქტორებს ასახელებს:

84%-ს მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა ლარის კურსია. 52%-ის აზრით ეს კომუნალური გადასახადებია, 41% ამ მიმართულებით გადასახადებს ასახელებს, 28% კი თვლის, რომ ეკონომიკის პრობლემების სათავე არაკომპეტენტურობაა.

კვლევამ ასევე დაადგინა ეროვნული პრობლემების პირველი სამეული, რომელიც უცვლელი რჩება, ესენია: უმუშევრობა, ეკონომიკური მდგომარეობა და ტერიტორიული მთლიანობა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები