IRI-მ კვლევა ჩაატარა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკისა და რკიმინალის მიმართ მოსახლეობის განწყობები გამოიკვლია.
შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 71% მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო 4 წლის მანძილზე ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, 5%-ის აზრით ის გაუმჯობესდა, 23% კი აცხადებს, რომ იგივე დარჩა.
რაც შეეხება ამავე პერიოდში ქვეყანაში კრიმინოგენულ მდგომაროებას, 70%-ის აზრით ის გაუარესდა, 22%-ის აზრით იგივეა და 5%-ის აზრით კრიმინოგენული ვითარება გაუმჯობესდა.