უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე - ადგილზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
კიევის ქუჩაზე თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ელჩები იმყოფებიან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრებიან.
გაიმართება უკრაინული სამზარეულოს გაცნობითი ტური, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის აღსაზრდელების მიერ საკონცერტო ნომრების წარმოდგენა.
დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში კიევის ქუჩაზე გაიმართება უკრაინული ნაწარმის გამოფენა. ასევე 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ საკონცერტო ნომრების წარმოდგენა.
გარდა ამისა, კიევის ქუჩის ტერიტორიაზე წაბლის ხეები დაირგვება.
ღონისძიებების ფარგლებაში გაიმართება უკრაინული სამზარეულოს დეგუსტაცია და უკრაინელი დიზაინერების მიერ შესრულებული ნამუშევრების წარმოდგენა.