20 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
კვირიკაშვილი აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებს ხვდება

რა ფორმატში უნდა წარიმართოს სტუდენტებსა და სამთავრობო უწყებებს შორის შეხვედრები საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად, ამ თემაზე ამ წუთებში სტუდენტები და პრემიერი მსჯელობენ.

მთავრობის კანცელარიაში გიორგი კვირიკაშვილს აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები ხვდებიან. შევხედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. 

ცნობილია, რომ დღევანდელ შეხვედრას მთავრობის კანცელარიაში განათლების მინისტრიც ესწრება. თუმცა, კანცელარიაში მისვლამდე განათლების მინისტრი უნივერსიტეტის პროფესორების შეხვდა.

პროფესორებს აქვთ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები. კერძოდ, ისინი უნივერსიტეტის მთავარი მმართველობითი ორგანოს, აკადემიური საბჭოს, ფორმირების წესის შეცვლას ითხოვენ.

ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაანონსდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი   უნივერისტეტში იმყოფებოდა.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები