20 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
ეროს რამაზოტი ხვალინდელ კონცერტს პრინსს მიუძღვნის

ეროს რამაზოტის კონცერტისთვის მზადება დაწყებულია. სპორტის სასახლეში უკვე მიმდინარეობს სცენის მონტაჟი.

მომღერალი საქართველოში მთელ შემოქმდებით გუნდთან ერთად არის ჩამოსული და ის კონცერტს ხვალ გამართავს.

ეროს რამაზოტი ქართველი მსმენელისთვის ყველა ცნობილ ჰიტს შეასრულებს. 

ის უკვე შეხვდა ჟურნალისტებს და თქვა, რომ მას თბილისზე უკვე კარგი წარმოდგენა შეექმნა. 

რამაზოტის თქმით, მან ჯერ ვერაფრის ნახვა ვერ მოასწრო, თუმცა ქალაქში ჩამოსვლისას პირველი რაც ნახა, ის იყო, რომ აქ სისუფთავეა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ასეთივე ხალხი ცხოვრობს. 

მომღერალი განმარტავს, რომ ის გეგმავს სხვადასხვა ადგილების ნახვას, ვინაიდან ამას მოითხოვს დოკუმენტური ფილმი, რომელსაც მომღერლის საქართველოში ვიზიტის შესახებ იღებენ. 

"მე ვიცი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ევროპასთან დაახლოება სურს და ეს ღონისძიებაც ამას ემსახურება. დიდი იმედი მაქვს, ევროპასთან თქვენს მჭიდრო კავშირს შევუწყობ ხელს," -აღნიშნა მომღერალმა. 

რაც შეეხება ხვალინდელ კონცერტს, რამაზოტიმ განაცხადა, რომ ის თბილისში ჩატარებულ კონცერტს გარდაცვლილ მომღერალ პრინსს მიუძღვნის.   

დღის ამბები