აქცია მთავრობის კანცელარიასთან - შეკრებილები პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას აპროტესტებდნენ.
აქციაზე იყვნენ შეკრებილები, როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ძალადობის ფაქტებზე საუბრობდნენ.
აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ საპატრულო პოლიციის მხრიდან მოქალაქეების დაკავების დროს არა ერთხელ მომხდარა ძალადობის ნიშნები. ორგანიზატორები კონკრეტულ სახელსა და გვარებსაც ასახელებენ.
აქციის მონაწილეები ყველა ფაქტის დროულად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
“მოთხოვნა გვაქვს ის, რომ გამოფხიზლდეს ხალხი. ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ასეთი ქმედება არავის არ უნდა შერჩეს,“ – განაცხადა დაზარალებულმა, მარიამ მინდორაძემ.
ამ დროისთვის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია უკვე დასრულებულია.