20 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
ქვემო ქართლის მოსახლეობა ადგილობრივი მაღალჩინოსნის მიერ მითვისებულ საძოვრებზე საუბრობს

საძოვრების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე ოჯახი ამტკიცებს, რომ მათი კუთვნილი მიწები ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა მოტყუებით და მუქარის ძალით მიითვისა.

ბრალდების ადრესატი, გენადი კაქრიაშვილი, მედიასთან კონტაქტზე არ გამოდის და კომენტარს არ აკეთებს.

გარდაბნის რაიონში დღეს უკანონოდ ჩამორთმეულ მიწებს აპროტესტებდნენ.  

სოფელ თბილწყაროს მოსახლეობა ამტკიცებს, რომ რაიონის მელიორაციის სამსახურის თავმჯდომარის მოადგილემ მოსახლეობა დააშინა და 35 ჰექტარი ტერიტორია ამ გზით მიითვისა.

ფერმერების პრეტენზიებს დღეს გარდაბნის რაიონის მერლიორაციის სამსახურში არ გამოხმაურებიან. ჟურნალისტებთან გამოჩენა არ ისურვა გენადი კაქრიაშვილიმა.

უსაძოვროდ დარჩენილი ფერმერები საპროტესტო აქციებს მანამდე არ შეაჩერებენ, ვიდრე მათი პრობლემა არ მოგვარდება.

 

 

დღის ამბები