უბედური შემთხვევა თბილისის მეტრო სადგურ „პოლიტექნიკურში“ - 15 წლის მოზარდი ლიანდაგებში ჩავარდა.
გოგონა ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც რუსთავი2-ს შსს-ში განუცხადეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია.
იაშვილის კლინიკაში კი რუსთავი2-ს განუცხადეს, რომ გოგონას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მაგრამ მისი მდგომარეობა საგანგაშო არ არის. მას ამ წუთებში დეტალური დიაგნოსტიკისთვის რენტგენოლოგიური კვლევა უტარდება.