20 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის გამო, უზარმაზარი პრობლემების წინაშე დგას - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, IRI-ის კვლევების შედეგებში ეჭვი არ შეაქვს და ამბობს, რომ დღეს ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის გამო, უზარმაზარი პრობლემების წინაშე დგას.

ეს განცხადება ზურაბ ჭიაბერაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„ჩვენ სახეზე გვაქვს მასობრივი გაღატაკება, მეორეს მხრივ გაბერილი ბიუროკრატია, ჩინოვნიკები, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ. საქართველო უახლოეს პერიოდში არ ყოფილა ისეთი უპერსპექტივობის განცდა, როგორიც არის დღეს, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები