მართლმადიდებელი მრევლი დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას - ბზობას აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. დილიდან სამების საკათედრო ტაზარში წირვას აღავლენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. ხვალიდან კი მორწმუნეთათვის მძიმ მარხვა იწყება, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.
ბზობა ყოველთვის აღდგომის დღესასწაულის წინა კვირას აღინიშნება. დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და პირველ მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.