ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა ნაწილმა შიმშილობა დროებით შეწყვიტა. საკუთარ გადაწყვეტილებას ისინი სააღდგომო დღესასწაულებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ამ პერიოდში პროტესტის გაგრძელება „სარწმუნოებრივად არ იქნებოდა სწორი.“ უკვე ყოფილი მოშიმშილეები ასევე განმარტავენ, რომ ისინი უნივერსიტეტის რექტორს 2 კვირიან ვადას აძლევენ გადადგომისთვის.
არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილე პირებიდან მხოლოდ ერთი, ფირანი კობიაშვილი არ უერთდება კოლეგების გადაწყვეტილებას და შიმშილობას აღდგომის დღესასწაულებზეც განაგრძობს. ტექნიკური უნივერსიტეტის 3 თანამშრომელი კი დღეს დროებით დატოვებს ტერიტორიას.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი მოშიმშილე გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით სულ 5 ადამიანი შიმშილობდა.