20 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ხანძარი "არქი ჯგუფის" კუთვნილ მშენებარე კორპუსში - დამწვარია 170 კვმ. ფართი

ხანძარი კომპანია არქი ჯგუფის კუთვნილ მშენებარე კორპუსში-ცეცხლი ვაკეში, აბულაძის ქუჩის 30 ნომერში მდებარე შენობის მესამე სართულზე გაჩნდა, იქ სადაც სამშენებლო მასალები იყო შენახული. დამწვარია 170 კვმ. ფართი.

ინციდენტის დროს შენობაში სამუშაოები არ მიმდინარეობდა - შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა თითქმის 2 საათით პარალიზებული იყო ახლოს მდებარე სმარტის სუპერ-მარკეტი.

მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით ობიექტიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინეს.

თვითმხილველების თქმით, შესაძლოა ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩნდა - ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

 

დღის ამბები