20 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ეროს რამაზოტი დღეს თბილისში, სპორტის სასახლეში იმღერებს

მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ეროს რამაზოტი დღეს თბილისში, სპორტის სასახლეში იმღერებს.

იტალიელი ვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება. კონცერტის ორგანიზატორები სპორტის სასახლეში მისულებს გრანდიოზულ შოუს ჰპირდებიან.

ამ წუთებში, სპორტის სასახლეში სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ეროს რამაზოტის კონცერტი 3D ანიმაციით გაიხსნება, თავად მომღერალი აცხადებს, რომ ის მზად არის მაქსიმალურად დაიხარჯოს დღევანდელ კონცერტზე, თუმცა აღნიშნავს, რომ მაყურებელზეც ბევრია დამოკიდებულება.

„შემოვიარე ქალაქი და სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ასე ლამაზად შერწყმა განსაკუთრებით მომეწონა. ამ დრომდე ვერ მოვახერხე რეპეტიციის გავლა მაგრამ, კონცერტამდე ამას ნამდვილად მოვასწრებ. მხოლოდ ძალიან კარგი მაქვს, მზად ვარ მაქსიმალურად დავიხარჯო. თუმცა მაყურებელზეც ბევრია დამოკიდებული, როგორ მიმიღებს ის,“ - აღინიშნა მომღერალმა.

კონცერტამდე, იტალიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა მიღება, სადაც მიწვეულები იყვნენ მუსიკოსები, მომღერლები და სპორტსმენები. მიწვეულებს შორის იყვნენ მინისტრებიც.

როგორც კულტურის მინისტრი აცხადებს, დღეის მონაცემებით, ბილეთის შეძენის ფაქტები 52 ქვეყნიდან დაფიქსირდა.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.

დღის ამბები