20 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
სომხების გენოციდის 101 წლისთავი თბილისშიც აღნიშნეს

საუკუნის წინანდელი ტრაგიკული თარიღი, სომხების გენოციდის 101 წლისთავი აღნიშნეს თბილისშიც. სომხურ ტაძრებში აღევლინა საღმრთო ლიტურგია, რის შემდეგაც პროცესიამ სურბ ეჯმიაწინის ეკლესიის ეზოში გადაინაცვლა.

შეკრებილებმა 101 წლის წინ გარდაცვლილები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. გაიმართა ფოტო-გამოფენა. 1915 წელს ოსმანთა იმპერიაში მილიონნახევარი სომეხი მოკლეს. 

დღის ამბები