20 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
"ჰაერიც წაგვართვან და გადაგვასახლონ," - აქცია დაბა ჩაქვში "დრიმლენდ ოაზისის" წინააღმდეგ

აქცია დრიმლენდ ოაზისის წინააღმდეგ - დაბა ჩაქვის მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ რაც კომპანიამ სანაპირო ზოლზე გალავანი გაავლო, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება და დასვენება ეკრძალებათ, რაც ადგილობრივების მტკიცებით, უარყოფითად აისახება ტურისტულ სეზონზე.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.

შეკრებილების მოსაზრებებს იზიარებენ ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წევრებიც, რომელიც აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

ბრალდებებს უარყოფს კომპლექს ოაზისის მენეჯერი და ამტკიცებს, რომ სანაპირო ზოლზე გადაადგილება არ იზღუდება და ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სამუშაო კანონიერია.

დღის ამბები