მზის ბატარეებზე მომუშავე თვითმფრინავმა წყნარ ოკეანეს წარმატებით გადაუფრინა და კალიფორნიაში დაეშვა.
სოლარ იმპულსის დედამიწის გარშემო მოგზაურობის მორიგი ეტაპი 3 დღეს გაგრძელდა.
თვითმფრინავი ჰავაიდან ხუთშაბათს აფრინდა, მანამდე კი 8 თვის განმავლობაში მზის ბატარეების შეკეთება მიმდინარეობდა, რამაც პროექტის მიმდინარეობა დროებით შეაფერხა.
მოგზაურობა სოლარ იმპულსმა გასული წლის მარტში აბუ დაბიდან დაიწყო.