02 ოქტომბერი 2024,   04:42
ვრცლად
სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტის კონცერტისთვის თითქმის ყველაფერი მზად არის

სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტის კონცერტისთვის ყველაფერი თითქმის უკვე მზად არის. მსმენელების შეშვება დარბაზში სამ საათში დაიწყება - კონცერტი კი 20:00 საათზე უნდა დაიწყოს. ორგანიზატორები კონცერტზე მისულებს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდებიან.

როგორც ხმისა და განათების რეჟისორები აცხადებენ, კონცერტზე სამი განსხვავებული მუსიკალური ჟანრის სიმღერები შესრულდება და მათი ვიზუალური გაფორმებაც შესაბამისი იქნება.

„რამაზოტის შემოქმედებითი წარსული სამივე ჟანრს აერთიანებს, ამიტომ ვიზუალური გაფორმებაც სწორედ ამ ხაზს გაყვება. წინასწარ შემიძლია გითხრათ რომ სასიამოვნო სანახაობა გელით,“ - აღნიშნა განათების რეჟისორმა ნიკოლა მანუელ ტალინომ.

სპორტის სასახლეში, ტექნიკური სამზადისი დაახლოებით 18:00 საათისთვის დასრულდება.

დღის ამბები