წელიწადში ერთხელ ლონდონში აპრილის თვეში, მსოფლიოს 120 ქვეყნიდან ჩამოსული გამომცემლები, ავტორები, მთარგმნელები და მყიდველები იყრიან თავს.
ეს არის ფრანკფურტის შემდეგ, ყველაზე დიდი წიგნის ბაზრობა. იმართება შეხვედრები, ტარდება მოლაპარაკებები და სწორედ იქ ირკვევა რა იქნება წლის ველაზე გაყიდვადი წიგნი.
ბაზრობა 70-იანი წლებიდან იმართება და წიგნის ინდუსტრიაში ჩართული ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
ბაზრობაზე ყველანაირი ჟანრისა თუ თემატიკის წიგნია, პროცენტულად, ყველაზე დიდი ადგილი კი ინგლისურ ლიტერატურას ეთმობა.
წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყანა იღებს. უკვე მეოთხედაა წარმოდგენილი საქართველო, ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ქართველი ავტორების თარგმანები და ორიგინალები გამოფინა.
ავტორი: გვანცა სუთიძე.