ლევან თუთბერიძის ფილმის მოირას წარმატება ჩინეთში - პეკინის საერთაშორისო კინო - ფესტივალზე. საუკეთესო მსახიობის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ჯილდო ქეთი ცხაკაიამ მიიღო.
შესაძლოა, მოირა 2016 წელს ოსკარის 88-ე დაჯილდოებაზეც იყოს წარდგენილი.
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი პეკინში გამართულ საერთაშორისო კინო–ფესიტვალს არ დასწრებია, მიღწეული წარმატების შესახებ მან თბილისში შეიტყო. მსახიობი ფილმში მთავარი გმირის დედის როლს ასრულებს.
ფილმში მოქმედება ზღვისპირა ქალაქში მიმდინარეობს, სადაც ერთი ოჯახის ირგვლივ მოვლენები დრამატულად ვითარდება.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა