20 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
შეიყვანს თუ არა მოსამართლე ურთმელიძეს ევროკავშირი და აშშ შავ სიაში-"რუსთავი 2" ახალ კამპანიას იწყებს

"მივმართავთ, ყველა საერთაშორისო აქტორს, ყველა უცხო ქვეყანას ევროპის და აშშ-ს, რომ ურთმელიძეს გადაეკეტოს ყველანაირი შესაძლებლობა საქართველოდან ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში გასვლის,"-ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა და სააპელაციო სასამართლოში ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარე პროცესზეც ისაუბრა.

ნიკა გვარამიამ სასამართლო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა მისი პასუხისმგებლობა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური დაკვეთის შესრულება სასამართლო ხელისუფლებისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე პოლიტიკური დაკვეთების გამცემებისთვის.

„ის, რომ სასამართლოს ეჩქარება ნიშნავს, იმას, რომ ეჩქარება კონკრეტული დაკვეთის შესრულება, სხვა არავითარი მოტივაცია არ შეიძლება ამ სიჩქარეს ჰქონდეს. სასამართლომ ჩემს დაუსწრებლად და ზაზა ბიბილაშვილის დაუსწრებლად, რომელიც ერთადერთი წარმომადგენელი იყო მხარის ჩაატარა სხდომა და ახლა აპირებს 2 სხდომაში პროცესის დასრულებას, ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია და როგორც ჩანს დაავიწყდა სასამართლო ხელისუფლებასაც და ზოგადად ხელისუფლებასაც, რომ  ამ ქვეყანაში ხალხი არსებობს და რუსთავი 2-ის უკან ზუსტადაც, რომ მისი მაყურებელი და ხალხი დგას და ბოლო კვლევების თანახმად, ეს არის ტელევიზია, რომელსაც უზარმაზარი რაოდენობა ადამიანებისა უყურებს და ენდობა მინიმუმ 2-ჯერ მეტი ვიდრე ყველა დანარჩენს ერთად. ასე, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და სასამართლო ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება არის არა მარტო პოლიტიკური ხელისუფლებების სინდისზე, არამედ მათ სინდისზეც და პოლიტიკური დაკვეთების შესრულება სასამართლო ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე საკუთრივ ამ პოლიტიკური დაკვეთების გამცემების.

"ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდ მოძრაობას, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ მოსამართლე ურთმელიძეს. ყველას მივმართავთ, ყველა საერთაშორისო აქტორს, ყველა უცხო ქვეყანას ევროპის და აშშ-ს, რომ ურთმელიძეს გადაეკეტოს ყველანაირი შესაძლებლობა საქართველოდან ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში გასვლის და ყველა მოსამართლეს, ვინც ასეთ დაკვეთას შეასრულებს და არამხოლოდ რუსთავი 2-ის საქმეზე აბსოლუტურად იგივე ბედი ეწიოს, როგორც რუსეთში იმ მოსამართლეებს, რომელთაც ესეთი დაკვეთები შეასრულეს თავის დროზე მაგნიცკის სიაზე და ასევე იუკოსის საქმეებზე,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

ავტორი:ნოდარ მელაძე.

დღის ამბები